ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ომის კაბინეტი დაითხოვა - The Times of Israel
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის ოფისში განმარტავენ, რომ ომის კაბინეტის შექმნა იყო პარტია „ეროვნული ერთიანობის“ თავმჯდომარის, ბენი განცის კოალიციური შეთანხმების ძირითადი მოთხოვნა. განცმა, რომელიც ომის კაბინეტის ერთ-ერთი წევრი იყო, კოალიცია გასულ კვირას დატოვა.
ომთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი კონსულტაციებს გამართავენ სხვა შესაბამის მაღალჩინოსნებთან და საბოლოოდ დასადასტურებლად უფრო ფართო უსაფრთხოების კაბინეტს წარუდგენენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.