ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ექვსწევრიანი ომის კაბინეტი დაითხოვა, - ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხრიდან ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც, გასულ კვირას ომის კაბინეტი ბენი განცმა დატოვა. მან გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ ისრაელის პრემიერმა ღაზაში მიმდინარე ომის სტრატეგია ვერ ჩამოაყალიბა.
მოსალოდნელია, რომ ნეთანიაჰუ ომის შესახებ კონსულტაციებს გამართავს მინისტრთა მცირე ჯგუფთან, მათ შორის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერთან, რომლებიც ომის კაბინეტის შემადგენლობაში იყვნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.