ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი - ნეთანიაჰუ ტრამპს ესაუბრა და „ისრაელის უსაფრთხოებისთვის ერთად მუშაობაზე შეთანხმდნენ” - განიხილეს “ირანული საფრთხე“

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი - ნეთანიაჰუ ტრამპს ესაუბრა და „ისრაელის უსაფრთხოებისთვის ერთად მუშაობაზე შეთანხმდნენ” - განიხილეს “ირანული საფრთხე“

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ განცხადებას თავად ნეთანიაჰუ და მისი ოფისი ავრცელებენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის თანახმად, ნეთანიაჰუ ერთ-ერთი პირველთაგან იყო, ვინც ტრამპს დაურეკა.
განცხადების შესაბამისად, ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის “თბილი და გულითადი საუბრის” განმავლობაში ორი ლიდერი “შეთანხმდნენ ისრაელის უსაფრთხოებისთვის ერთად მუშაობაზე” და “ირანული საფრთხე განიხილეს”.
მანამდე ნეთანიაჰუმ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ტრამპის გამარჯვება “ისტორიულია” და “ამერიკას ახალ დასაწყისს სთავაზობს”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.