არქივი6 ნოემბერი, 2024, 12:39
ბენიამინ ნეთანიაჰუ ტრამპს - თეთრ სახლში თქვენი ისტორიული დაბრუნება ამერიკისთვის ახალი დასაწყისია და ისრაელისა და ამერიკის დიდებული ალიანსის ხელახალი დადასტურებაა - ეს დიდი გამარჯვებაა!

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
„ისტორიაში ყველაზე დიდ დაბრუნებას გილოცავთ! თეთრ სახლში თქვენი ისტორიული დაბრუნება ამერიკისთვის ახალი დასაწყისია და ისრაელისა და ამერიკის დიდებული ალიანსის ხელახალი დადასტურებაა. ეს დიდი გამარჯვებაა“, - წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპსა და მელანია ტრამპს მისი და მისი მეუღლის, სარას სახელით მიულოცა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.