ისრაელის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
ისრაელის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი ავრცელებს.
„ირანის რეჟიმის საფრთხეს, რომელიც ცდილობს რეგიონის სტაბილურობას ძირი გამოუთხაროს, მთელი მსოფლიო მტკიცედ და გაბედულად უნდა დაუპირისპირდეს“, - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.
„ნათელია, რომ ისრაელელები მოქმედების გადაწყვეტილებას იღებენ. ვიმედოვნებთ, რომ ისინი ამას ისე გააკეთებენ, რომ ეს სიტუაციის ნაკლებად ესკალაციას გამოიწვევს“, - აღნიშნა დევიდ კამერონმა ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, დევიდ კამერონი და ანალენა ბერბოკი პირველი დასავლელი დიპლომატები არიან, რომლებიც გასულ შაბათ-კვირას ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ისრაელში ჩავიდნენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.