ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე მსჯელობენ

„დიდი შვიდეულის“ (G7) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას მართავენ იტალიის კუნძულ კაპრიზე. დღის წესრიგშია უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისები.
ევროპის კავშირის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა, რომელიც ასევე ესწრება შეხვედრას, განაცხადა, რომ მინისტრები განიხილავენ, მისი თქმით, მძიმე ვითარებას, რომელშიც აღმოჩნდა უკრაინა. მან „დიდი შვიდეულისა“ და ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, უფრო სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება კიევის დახმარების შესახებ.
შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას თქმით, რომელიც მანამდე აშშ-ის გენერალურ მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა, მიუხედავად იმისა, რომ ომი მილიონი დეტალისგან შედგება, საჰაერო თავდაცვა „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.