პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის ინფორმაციით, დღეს, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 165 რაკეტა გაუშვა

ისრაელის ინფორმაციით, დღეს, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 165 რაკეტა გაუშვა

დღეს, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 165 რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰეზბოლას“ სამიზნე ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიები, მათ შორის ჰაიფა იყო.
ამასთან, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 274-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 1024-მდე გაიზარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.