ისრაელის იერიშების შედეგად ორი ირანელი გენერალი დაიღუპა

ისრაელის იერიშების შედეგად ორი ირანელი გენერალი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი და ოპერაციების ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი მეჰდი რაბანი ემსხვერპლა.
ირანული მხარის განცხადებით, გუშინ ისრაელის იერიშების შედეგად, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო პირები.
გუშინ, ირანის სახელმწიფო მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაღერი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური ჰოსეინ სალამი, ირანის საჰაერო ძალების მეთაური გენერალი ამირ ალი ჰაჯიზადე და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი გოლამალი რაშიდი დაიღუპნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – შინდისის გმირებმა ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინეს, თვით მტერიც კი აღაფრთოვანეს და განაცვიფრეს მათი ვაჟკაცობით – სწორედ მათი გმირობა გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო უკვდავი და მარადიულია

ლევან ღამბაშიძე: კორუფციის გამო იტანჯებით და სექტემბრიდან კიდევ უფრო მეტად დაიტანჯებით. ვიღაცის გამდიდრებისთვის დგეხართ საცობებში და ტყუილად იმშვიდებთ თავს, რომ “ნუ, რას ვიზამთ, რეაბილიტაციის დროს ეს ყველგან მოხდებოდა”

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის ყოველი ნაბიჯი: ბალისტიკური რაკეტების წარმოების გაზრდა, ჩრდილოეთ კორეული აღჭურვილობის შემოტანა, მობილიზაციისთვის მზადება აჩვენებს, რომ მოსკოვი არა მშვიდობისთვის, არამედ ესკალაციისთვის ემზადება