ისრაელის თქმით, ტყვეობაში 137 მძევალი რჩება

ისრაელის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვისა და საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ, “ჰამასის” ტყვეობაში 137 მძევალი რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას Times Of Israel ისრაელის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე, ელონ ლევიზე, დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს “ჰამასსა” და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა ამოიწურა. თუმცა, ზავის გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები კატარში გრძელდება.
კატარის მედიაციით, ისრაელმა და “ჰამასმა” ცეცხლის შეწყვეტის დროებით შეთანხმებას 23 ნოემბერს მიაღწიეს. ის 2-ჯერ გახანგრძლივდა და ჯამში 7 დღე გაგრძელდა. გავრცელებული მონაცემებით, ამ პერიოდში “ჰამასის” ტყვეობიდან გათავისუფლდა 110 ადამიანი. სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან 300-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გამოუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…