ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ღაზის სექტორში 137 მძევალი რჩება – ისრაელი

ისრაელის თქმით, 110 მძევლის ისრაელში დაბრუნების შემდეგ, 137 ადამიანი ჯერ კიდევ ღაზის სექტორში, ჰამასის ტყვეობაში რჩება.
ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის, ეილონ ლევის თქმით, 1 დეკემბერს ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმების დასრულების შემდეგ ღაზაში დარჩენილ მძევლებს შორის 115 კაცი, 20 ქალი და 2 ბავშვია.
მისივე თქმით, 137 ადამიანიდან ათი 75 წელს გადაცილებულია. მძველებს შორის 126 ისრაელის, 11 კი უცხოეთის, მათ შორის 8 ტაილანდის მოქალაქეა.
ლევიმ მძევლებს შორის დაასახელა ყველაზე მცირეწლოვანიც, 10 თვის კფირ ბიბასი. აღსანიშნავია, რომ ჰამასის მტკიცებით, კფირი დედასთან და 4 წლის ძმასთან ერთად მოკლეს.
მთავრობის წარმომადგენლის თქმით, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ შვიდი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.
ჰამასმა ისრაელს დღეს, 1 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 7 საათისთვის გასათავისუფლებელი მძევლების სია არ მიაწოდა. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ დაჯგუფებამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და ამას გარდა ისრაელის მიმართულებით რაკეტებიც გაუშვა, რის გამოც ჰამასის წინააღმდეგ მოქმედებები განაახლეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.