ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქალაქ ღაზაზე შეტევის პირველი ეტაპი დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, უკვე დაიწყეს დაგეგმილი სახმელეთო შეტევის „წინასწარი მოქმედებები“, რომლის მიზანი ქალაქ ღაზას მთლიანად აღებაა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ ეფი დეფრინის განცხადებით, ისინი უკვე აკონტროლებს ქალაქის გარეუბნებს.
„ჩვენ დავიწყეთ წინასწარი მოქმედებები და ახლა ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარები უკვე აკონტროლებენ ქალაქ ღაზას გარეუბნებს“, - აღნიშნა ეფი დეფრინმა.
მისი თქმით, ორი ბრიგადა ზეიტუნის დასახლების ტერიტორიაზე მოქმედებს, ერთი კი - ჯაბალიაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის მტკიცებით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად, ქალაქ ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას, მათი უსაფრთხოების მიზნით, ევაკუაციის შესახებ გააფრთხილებენ.
ipn.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.