ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქალაქ ღაზაზე შეტევის პირველი ეტაპი დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, უკვე დაიწყეს დაგეგმილი სახმელეთო შეტევის „წინასწარი მოქმედებები“, რომლის მიზანი ქალაქ ღაზას მთლიანად აღებაა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ ეფი დეფრინის განცხადებით, ისინი უკვე აკონტროლებს ქალაქის გარეუბნებს.
„ჩვენ დავიწყეთ წინასწარი მოქმედებები და ახლა ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარები უკვე აკონტროლებენ ქალაქ ღაზას გარეუბნებს“, – აღნიშნა ეფი დეფრინმა.
მისი თქმით, ორი ბრიგადა ზეიტუნის დასახლების ტერიტორიაზე მოქმედებს, ერთი კი – ჯაბალიაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის მტკიცებით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად, ქალაქ ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას, მათი უსაფრთხოების მიზნით, ევაკუაციის შესახებ გააფრთხილებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!