ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალები - ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით დაახლოებით 100 დრონი გაუშვა - რთულ საათებს ველით, უნდა გამოვიჩინოთ გამძლეობა

ისრაელის თავდაცვის ძალები - ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით დაახლოებით 100 დრონი გაუშვა - რთულ საათებს ველით, უნდა გამოვიჩინოთ გამძლეობა

ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით დაახლოებით 100 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა და ისრაელის თავდაცვის ძალები მათ მოგერიებაზე მუშაობს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა, ეფი დეფრინმა განაცხადა.
„საჰაერო თავდაცვის ყველა სისტემა საფრთხეების მოსაგერიებლად მუშაობს. ეს განსხვავებული მოვლენაა იმისგან, რაც აქამდე გამოგვიცდია და რთულ საათებს ველით. უნდა გამოვიჩინოთ გამძლეობა და მოთმინება“, - განაცხადა ეფი დეფრინმა.
მისი თქმით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.