ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზას სექტორში მდებარე ქალაქ ხან იუნისში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზას სექტორში მდებარე ქალაქ ხან იუნისში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ხან იუნისში, 98-ე დივიზია „ჰამასზე“ ზეწოლას აძლიერებს და ტერორისტულ ობიექტებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებს. ხან იუნისში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლი მოკლეს, რამდენიმე მათგანი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის გამოყენებას გეგმავდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები ღაზას სექტორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებშიც გრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.