ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მდებარე ქალაქი ხან იუნისი ალყაში მოაქცია

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მდებარე ქალაქი ხან იუნისი ალყაში მოაქცია.
ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისის ალყაში მოქცევის პროცესს ისრაელის თავდაცვის ძალების 98-ე დივიზია მეთაურობდა.
ასევე, ხან იუნისის სიღრმეში, რომელიც „ჰამასის“ ერთ-ერთ მთავარ გამაგრებად ითვლება, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხედრო ოპერაციები ჩაატარა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სახმელეთო ძალებსა და „ჰამასის“ მებრძოლებს შორის ბრძოლა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად კი ათეულობით „ჰამასის“ მებრძოლი დაიღუპა. ისრაელის სამხედროებმა ხან იუნისში რაკეტები, გვირაბები და სხვადასხვა სახის იარაღები აღმოაჩინეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.