არქივი7 იანვარი 2024, 07:55
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში "ჰამასის" სამეთაურო სტრუქტურის განადგურება დაასრულეს
ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ექვსი პალესტინელი დაიღუპა ისრაელის თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე - ინფორმაცია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში "ჰამასის" სამეთაურო სტრუქტურის განადგურება დაასრულეს. ამის შესახებ ისრაელის არმიის პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
მისი თქმით, პალესტინელი მებრძოლები აღნიშნულ ზონაში ახლა მხოლოდ ცალკეულად, მეთაურების გარეშე მოქმედებენ. მისი თქმით, ისრაელმა ღაზას ჩრდილოეთით დაახლოებით 8000 მებრძოლი მოკლა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.