ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე დარტყმებს განაგრძობს

ს თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე დარტყმებს განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანი სპიკერი, ვიცე-პოლკოვნიკი ავიჩაი ადრეი ავრცელებს.
„გუშინ ჩვენი ტერიტორიის მიმართულებით ტერორისტული „ჰეზბოლას“ მიერ გასროლილი რაკეტების დაახლოებით, 80% ლიბანის ტერიტორიაზევე ჩამოვარდა“, – წერს ადრეი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ავიჩაი ადრეიმ აღნიშნა, რომ ისრაელის არმია „ჰეზბოლას“ თავდასხმებს პასუხობს.
„ეს საერთაშორისო რეზოლუცია 1701-ს არღვევს და „ჰამასის“, ბავშვების მკვლელებისა და ქალებზე მოძალადეების მხარდაჭერად, ლიბანელების მძევლებად გამოყენებას აგრძელებს“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანმა სპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ