ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში „ჰამასის“ 4-კილომეტრიანი გვირაბი აღმოაჩინა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში „ჰამასის“ უდიდესი, 4-კილომეტრიანი გვირაბი აღმოაჩინეს.
თავდაცვის ძალების ცნობით, გვირაბი საკმარისად ფართოა იმისთვის, რომ დიდმა ავტომობილმა გაიაროს, აღჭურვილია ელექტროენერგიით, ვენტილაციისა და კომუნიკაციის სისტემებით და მისი სიღრმე 50 მეტრამდე აღწევს.
გვირაბი არ გადადის ისრაელის ტერიტორიაზე და ჩრდილოეთ ისრაელ-ღაზას საზღვარზე მდებარე ახლად დახურულ ერეზის გადასასვლელიდან 400 მეტრის მოშორებით მთავრდება.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გვირაბი „ჰამასის“ სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ნაწილია და განადგურდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული