ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი გენერლის შვილი ღაზის სექტორში დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი გენერლისა და ეროვნული ერთიანობის წევრი გადი აიზენკოტის შვილი, გალ აიზენკოტი ღაზის სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაიღუპა.
ისრაელის მედიის ცნობით, 25 წლის გალ აიზენკოტი გვირაბის შახტის აფეთქებით მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღრმა მწუხარება გამოთქვა და გალ აიზენკოტი "ნამდვილ გმირად" მოიხსენია.
აიზენკოტის ოჯახს ასევე ისრაელის მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელმა და დეპუტატმა მიუსამძიმრა, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა. მანვე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სამხედრო ფორმაში ჩაცმული გად და გალ აიზენკოტები ერთმანეთს ეხვევიან.
"ეს ფოტო. ეს ჩახუტება. მამა და მისი შვილი. ორივე ფორმაში. ორივე ამ ქვეყნის ჯარისკაცი [...] მთელი ერის ბედი ერთ ჩახუტებაში". - წერს ლაპიდი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.