ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში ბრძოლა განახლდა

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ განაახლეს ბრძოლა "ჰამასის" წინააღმდეგ ღაზაში. უწყების ცნობით, მისი მოიერიშე თვითმფრინავები ღაზაში მდებარე "ჰამასის ტერორისტულ ობიექტებს" უტევენ.
სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა იქნა გაშვებული.
"ჰამასმა დაარღვია ოპერატიული პაუზა და გარდა ამისა, ისროდა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით", - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.
განცხადება ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ გაკეთდა.
შუამავლების კატარისა და ეგვიპტის მხრიდან ჯერ კიდევ არ გაკეთებულა განცხადება, თუ რატომ არ იყო მოლაპარაკებები ზავის შემდგომი გახანგრძლივების შესახებ.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.