ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჩრდილოეთ ლიბანში „ჰამასის“ ორი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჩრდილოეთ ლიბანში „ჰამასის“ ორი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჩრდილოეთ ლიბანში „ჰამასის“ ორი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, პირველი სარაკეტო დარტყმა ღამით, ქალაქ ტრიპოლის მახლობლად მდებარე პალესტინელი ლტოლვილების ბანაკში განხორციელდა და მისი სამიზნე საიდ ატალა ალი იყო.
მეორე სარაკეტო იერიშის შედეგად, რომელიც ლიბანის ქალაქ საადნაელთან ახლოს განხორციელდა, მუჰამედ ჰუსეინ ალ-ლავისის ლიკვიდაცია მოხდა.
„ჰამასმა“ ორივე მათგანის სიკვდილი დაადასტურა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.