არქივი3 ოქტომბერი, 2024, 15:10
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო იერიშის შედეგად, ღაზაში, „ჰამასის“ მთავრობის მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა

საჰაერო იერიშის შედეგად, ღაზაში, „ჰამასის“ მთავრობის მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა როჰი მუშტაჰასთან ერთად „ჰამასის“ კიდევ ორი ოფიციალური პირის, სამე ალ-სირაჯისა და სამი ოდეჰის ლიკვიდაცია დაადასტურა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელმა სარაკეტო დარტყმა სამი თვის წინ განახორციელა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.