ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალები დაჭრილი პალესტინელი მამაკაცის მანქანაზე მიბმის ფაქტს გამოიძიებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ მისმა სამხედროებმა დაარღვიეს პროტოკოლი, როდესაც დაჭრილი პალესტინელი მამაკაცი მანქანის წინა მხარეს მიაბეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მამაკაცი დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინის რეიდის დროს, ორმხრივ სროლის დროს დაიჭრა.
მამაკაცის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ითხოვეს, მაგრამ სამხედროებმა მამაკაცი ავტომობილის წინა მხარეს მიაბეს და წაიყვანეს. მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მამაკაცი, საბოლოოდ, სამკურნალოდ „წითელ ნახევარმთვარეს“ გადასცეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მომხდარს გამოიძიებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.