არქივი17 ივნისი, 2024, 23:40
ისრაელის თავდაცვის ძალები - რაფაჰში „ჰამასის“ ძალების ნახევარი განადგურდა
რაფაჰში „ჰამასის“ ძალების ნახევარი განადგურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რაფაჰში სულ მცირე „ჰამასის“ 550 მებრძოლი დაიღუპა და დაჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გრძელდება.
თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის სამხედროებმა სულ მცირე 25 „გრძელი“ გვირაბი აღმოაჩინეს, რომლებიც ეგვიპტის საზღვართან მიდის.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.