ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - სიტუაციის შემდგომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება

სიტუაციის შემდგომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
„ირანი მსოფლიოში ტერორიზმის ყველაზე დიდი სპონსორი სახელმწიფოა. მისი ტერორისტული ქსელი საფრთხეს მხოლოდ ისრაელის, ღაზის, ლიბანისა და სირიის ხალხს არ უქმნის. ირანის რეჟიმი უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ ომს ხელს უწყობს“, - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.
დანიელ ჰაგარიმ აღნიშნა, რომ ისრაელი სრულ მზადყოფნაშია და ირანის შემდგომი აგრესიისგან თავის დასაცავად მზად არის.
„სიტუაციის შემდგომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება. ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა სცენარისთვის მზად არის და ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ისრაელის ხალხის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯებს გადადგამს“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.