ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დანიელ ჰაგარი - ისრაელის თავდაცვის ძალების ბევრი თვითმფრინავი ცაშია და მზად არიან ნებისმიერი საფრთხე მოიგერიონ - შეიძლება აფეთქებების ხმა გაიგოთ

ისრაელის მრავალი თვითმფრინავი ცაშია ირანული თავდასხმის მოსაგერიებლად, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს.
„ამ მომენტისთვის ისრაელის თავდაცვის ძალების ბევრი თვითმფრინავი ცაშია და მზად არიან ნებისმიერი საფრთხე მოიგერიონ… შეიძლება აფეთქებების ხმა გაიგოთ ჩამოგდებებისა და ნამსხვრევების ჩამოგდების შედეგად. ვინაიდან უამრავი საფრთხე არსებობს, განგაში შესაძლოა ფართო ტერიტორიებზე გავრცელდეს,” - განაცხადა ჰაგარიმ.
მან აღნიშნა, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვა “სრულიად ფუნქციონირებს და იგერიებს საფრთხეებს სადაც საჭიროა, ამ მომენტშიც კი.”

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.