არქივი25 იანვარი, 2025, 17:11
ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი - მძევალი ჯარისკაცების დაბრუნება ომში ჩვენი გამარჯვების მნიშვნელოვანი ნაწილია

მძევალი ჯარისკაცების დაბრუნება ომში ჩვენი გამარჯვების მნიშვნელოვანი ნაწილია, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.
„ჩვენ ყველა მძევლის, მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცების დაბრუნებას ვაპირებთ“, - განაცხადა ჰერცი ჰალევიმ.
შეგახსენებთ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში დღეს „ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი ქალი ჯარისკაცი - კარინა არიევი, ნაამა ლევი, დანიელა გილბოა და ლირი ალბაგი გაათავისუფლა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.