ისრაელის ელჩი – რომი, ემილი, დორონ, კეთილი იყოს თქვენი სახლში დაბრუნება – არ გავჩერდებით და არ დავნებდებით, სანამ ყველა არ დაბრუნდება

რომი, ემილი, დორონ, კეთილი იყოს თქვენი სახლში დაბრუნება, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „ჰამასის“ მიერ ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას.
“რამდენი ხანი ველოდით და ვლოცულობდით ამ წამისთვის. მადლობა რომ დაბრუნდით.
როგორი ემოციური და ძალის მომცემი დღეა. ჩვენ ყველა განვიცდით ემოციების სრულ სპექტრს – ცრემლები ეკრანების წინ, დაუსრულებელი მოლოდინი, დიდი იმედი და ღრმა შეშფოთება მათ მიმართ, ვინც ჯერ არ დაბრუნებულა.
ჩვენ არ გავჩერდებით და არ დავნებდებით – სანამ ყველა არ დაბრუნდება”, – წერს ელჩი „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, დღეს „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. ისრაელის ინფორმაციით, სამი მძევალი უკვე ქვეყნის ტერიტორიაზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა