არქივი19 დეკემბერი, 2024, 10:24
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, იემენში „ჰუსიტების“ ინფრასტრუქტურა დაბომბეს

ისრაელმა იემენში „ჰუსიტების“ ინფრასტრუქტურა დაბომბა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საბრძოლო თვითმფრინავებმა იემენში სამიზნე ობიექტებს დაარტყეს, რომლებიც „ჰუსიტების“ მიერ სამხედრო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა.
ისრაელის თვითმფრინავებმა იემენში პორტები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
„ჰუსიტების“ სატელევიზიო არხის, Al Masirah-ს ინფორმაციით, ისრაელის იერიშებს იემენში 9 ადამიანი ემსხვერპლა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.