ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში ნატანზის „ბირთვული იარაღის“ ობიექტს შეუტიეს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ირანში ნატანზის „ბირთვული იარაღის“ ობიექტს შეუტიეს. როგორც BBC ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, 18 ივნისს ღამით, საჰაერო ძალებმა ნატანზში მდებარე ობიექტს შეუტიეს, რომელიც, ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენება.
„ობიექტზე განთავსებულია უნიკალური კომპონენტები და აღჭურვილობა, რომლებიც გამოიყენება ბირთვული იარაღის შესაქმნელად და იქ მუშავდება პროექტები, რომლებიც ბირთვული იარაღის პროგრამის დაჩქარებას უწყობს ხელს“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ცნობისთვის, გასულ პარასკევს ისრაელმა ნატანზის მიწისქვეშა ობიექტზე, სადაც, სავარაუდოდ, ურანის გამდიდრება ხდებოდა, კიდევ ერთი ავიაიერიში განახორციელა, რის შედეგადაც ცენტრიფუგები, სავარაუდოდ, „მძიმედ დაზიანდა, ან მთლიანად განადგურდა“.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)