ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ღაზას მოსაზღვრე ქალაქების მცხოვრებლები სახლში დაბრუნებას იანვარში შეძლებენ

ღაზას მოსაზღვრე ქალაქების მცხოვრებლები სახლში დაბრუნებას იანვარში შეძლებენ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, გალანტმა თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრა გამართა, სადაც განიხილებოდა თუ როგორ შეიძლება ღაზას საზღვართან 4-7 კილომეტრში მდებარე ქალაქების მცხოვრებლების სახლში დაბრუნება “მას შემდეგ, რაც ქალაქების რეაბილიტაცია და უსაფრთხოების საჭირო პირობების შექმნა” მოხდება 2024 წლის დასაწყისში.
“ყველა, ვინც ვერ შეძლებს სახლში დაბრუნებას, გააგრძელებს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერისა და დახმარების მიღებას…
ახლა ისეთი ვითარების შექმნაზე ვმუშაობთ, როდესაც 4-7 კილომეტრის დისტანციაზე მყოფი ზოგიერთ ქალაქში 1-ლი იანვრიდან იქნება შესაძლებელი დაბრუნება”, - განაცხადა გალანტმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია ამის შესაძლებლობაზე მიუთითებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.