ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ირანმა „წითელი ხაზები გადაკვეთა“ და „ძალიან მძიმე ფასს“ გადაიხდის

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის თქმით, სამოქალაქო ცენტრებზე სარაკეტო დარტყმებით ირანმა „წითელი ხაზები გადაკვეთა“.

მისი თქმით, თეირანი თავისი ქმედებებისთვის „ძალიან მძიმე ფასს“ გადაიხდის.

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ისრაელის საგანგებო სამსახურის მეთაურის ელი ბინის განცხადებით, თელ-ავივსა და რამათ-განზე ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად 7 ადამიანია მსუბუქად დაშავებული.

ირანის სახელმწიფო მედიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თეირანმა ისრაელის მიმართულებით „ასობით სხვადასხვანაირი ბალისტიკური რაკეტა” გაუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა