ისრაელის თავდაცვა: ღაზაში „ჰამასის“ დამარცხებას თვეები დასჭირდება

ს თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თქმით, ღაზის სექტორში „ჰამასის“ დასამარცხებლად, ისრაელის ძალებს რამდენიმე თვე დასჭირდება. მინისტრმა ამის შესახებ ხუთშაბათს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან საუბრისას განაცხადა.

გალანტის თქმით, „ჰამასი“ ღაზაში თავის ინფრასტრუქტურას, „მიწის ზემოთ და ქვემოთ“, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშენებდა და მათი დამარცხება „ხანგრძლივ დროს მოითხოვს. ეს რამდენიმე თვე გასტანს.“

„მაგრამ, ჩვენ მოვიგებთ და მათ გავანადგურებთ“, – ამბობს გალანტი.

-ს, ჯეიკ სალივანისა და ისრაელის თავადცვის მინისტრს შორის გამართული საუბრების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხუთშაბათს და პარასკევს, ისრაელში გამართულ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს, სალივანი გამოიყენებს იმაზე სასაუბროდ, რომ სამხედრო ოპერაციები „უფრო ქირურგიული და ზუსტი იყოს“, რათა შემცირდეს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობა.

“ეს არის ჩვენი მიზანი და ისრაელელები ამბობენ, რომ ეს მათი მიზანია, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგია”, – თქვა კირბიმ.

სალივანი ასევე გეგმავს განიხილოს აშშ-ს მოწოდებები ისრაელის მიმართ, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში, კერემ შალომის გადასასვლელის გავლით. ეს გააფართოვებს დახმარების ამჟამინდელ ნაკადს, რომელიც გადის მხოლოდ რაფას გადაკვეთაზე.
ისრაელამდე, ჯეიკ სალივანი საუდის არაბეთს ეწვია. თეთრი სახლის განცხადებით, მრჩეველმა, ს პრინცთან, „ისრაელსა და პალესტინელებს შორის, ახალი გრძელვადიანი და მდგრადი პირობების შესაქმნელად ძალისხმევაზე“ ისაუბრა. ამასთან, მხარეებმა, ღაზისკენ ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ასევე დაგაინტერესებთ