ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის დელეგაცია ღაზას სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის კაიროში გაემგზავრა

ისრაელის დელეგაცია ღაზას სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის კაიროში გაემგზავრა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ისრაელის დელეგაციას „მოსადის” დირექტორი, დავიდ ბორნეა ხელმძღვანელობს. გამოცემა არ აკონკრეტებს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში კიდევ რა დელეგაციები იქნებიან, თუმცა ამერიკული CNN-ის ცნობით, ეგვიპტეში თავისი მომლაპარაკებლების გაგზავნას აშშ-იც დათანხმდა, რომელიც შუამავლის როლში ასრულებს. წყაროების ცნობით, ამერიკულ დელეგაციას CIA-ის დირექტორი, უილიამ ბერნსი ხელმძღვანელობს.
ცნობისთვის, ღაზას სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, კონფლიქტის მხარეები - ისრაელი და ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" მონაწილეობენ, ისევე როგორც შუამავლები: აშშ, ეგვიპტე და კატარი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.