ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამერიკელი ოფიციალური პირი - ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე კაიროში გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო, ყველა მხარე დაინტერესებულია შეთანხმების მიღწევით

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ კაიროში გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო, - ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
„მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო და საბოლოო და შესასრულებელი შეთანხმების მიღწევის სულისკვეთებით ჩატარდა, ამ განწყობილებას ყველა მხარეს იზიარებს", - განაცხადა წყარომ გამოცემასთან საუბარში.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფები მოლაპარაკებების პროცესს უახლოეს დღეებშიც გააგრძელებენ „დარჩენილი საკითხებისა და დეტალების შემდგომი გადაწყვეტის მიზნით“.
ამასთან, ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, კაიროში მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და შუამავლების მიერ წარდგენილ რამდენიმე კომპონენტს არც „ჰამასი“ და არც ისრაელი არ დაეთანხმნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.