ისრაელის არმიის ყველაზე დიდი დანაკარგი ერთ დღეში – 24 საათში ღაზაში 24 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა

ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ერთ დღეში, ღაზაში, 24 ჯარისკაცი დაკარგა. არმიის ცნობითვე, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, სამხედროთა დანაკარგის თვალსაზრისით, გასული ორშაბათი ყველაზე მძიმე დღე იყო, – ამის შესახებ BBC წერს.
დაღუპულთაგან 21 რეზერვისტია. ისინი ცენტრალურ ღაზაში, კისუფიმთან ახლოს, აფეთქებას ემსხვერპლნენ. ამასთან, ისრაელის არმია ადასტურებს კიდევ 3 ოფიცრის დაღუპვას სამხრეთ ღაზაში.
“ჩვენი გმირების სახელით, მათი სიცოცხლის გულისთვის, ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას სრულ გამარჯვებამდე”, – ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 24 სამხედროს დაღუპვას.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან