ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოლო ერთ დღეში ღაზის სექტორში IDF-ის 24 სამხედრო დაიღუპა

ბოლო ერთ დღეში ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ IDF-ი ავრცელებს. ეს 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ისრაელის შეიარაღებული ძალებისთვის ერთ დღეში ყველაზე დიდი მსხვერპლია.
IDF-ის სპიკერის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, 21 ჯარისკაცი ქალაქ ღაზაში აფეთქების შედეგად დაიღუპა, მას შემდეგ, რაც ჰამასის ტერორისტებმა ტანკის მიმართულებით რეაქტიულუ ყუმბარები ისროლეს, ამავდროულად ორი შენობა ააფეთქეს, რამაც ჯარისკაცები მოიყოლა.
"ჩვენ კვლავ ვიკვლევთ და ვიძიებთ მომხდარის დეტალებს და აფეთქების მიზეზებს" – ამბობს IDF-ის სპიკერი.
დამატებით სამი ჯარისკაცი ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ხან იუნისის ქალაქში მიმდინარე საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ოპერაციის დროს დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.