ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის არმია იტყობინება, რომ მოკლა ჰამასის პოლიტბიუროს კიდევ ერთი წევრი

ისრაელის არმია იტყობინება, რომ მოკლა ჰამასის პოლიტბიუროს კიდევ ერთი წევრი

ისრაელის არმია იტყობინება პალესტინური დაჯგუფება ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული ორგანიზაცია) პოლიტბიუროს კიდევ ერთი წევრის, იზა ალ-დინა კასაბის ლიკვიდაციის შესახებ.
მათი განცხადებით, კასაბი და მისი დამხმარე დაიღუპნენ ავიადარტყმის შედეგად, ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე რაიონში, ხან-იუნისაში. კასაბი ხელმძღვანელობდა ჰამასის სტრატეგიულ და სამხედრო ურთიერთობებს სექტორში არსებულ სხვა დაჯგუფებებთან.
ცახალი (ისრაელის თავდაცვის ძალები) ირწმუნება, რომ კასაბი იყო ჰამასის პოლიტბიუროს მაღალი რანგის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელიც ღაზის სექტორში ამ დრომდე ცოცხალი რჩებოდა.
შარშან, 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ფართო მასშტაბის სამხედრო ოპერაცია წამოიწყო ღაზაში.
ჰამასის თავდასხმისას ისრაელში დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი, 250-ზე მეტი ტყვედ აიყვანეს. მათი ნაწილი დღემდე ტყვეობაში რჩება ღაზის სექტორში.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ისრაელის იერიშის შედეგად უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში დაიღუპა 41 ათასზე მეტი პალესტინელი, ძირითადად - ქალები და ბავშვები.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.