ანა წითლიძე – ISFED-ის მტკიცებულება არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს არანაირი საერთო არ ჰქონდა თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებთან, რომელიც მოქალაქეების ნებას გამოხატავდა

ISFED-ის მტკიცებულება არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს არანაირი საერთო არ ჰქონდა თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებთან, რომელიც გამოხატავდა საქართველოს მოქალაქეების ნებას, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გამოვლენილი ახალი გარემოებები კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს არჩევანი მოჰპარა.
„დღითიდღე კიდევ უფრო ნათელი გახდება ყველა ის დარღვევა, გაყალბება, ყველა ის უბედურება, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა და ISFED-ის ეს მტკიცებულებაც არის ამის ნათელი დადასტურება. „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც იცოდა, რომ კატასტროფულად წაგებული ჰქონდა არჩევნები, გაყალბებაში ძალიან ზედმეტი მოუვიდა, იმდენად ზედმეტი, რომ კვალის დაფარვა გარკვეულ შემთხვევებში მათ ვერ შეძლეს, ამიტომაც ყოველდღიურად იქნება კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება და კიდევ უფრო მეტი დარღვევა გამოჩნდება ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან ამაზე მუშაობს სამოქალაქო სექტორი, ამაზე მუშაობს ოპოზიციაც, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს არანაირი საერთო არ ჰქონდა თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებთან, რომელიც გამოხატავდა საქართველოს მოქალაქეების ნებას“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გააცნო საზოგადოებას, სადაც საუბარი საარჩევნო უბნებზე გენდერული ნიშნით ამომრთველთა დისბალანსსა და ზოგიერთ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულზე მეტი მამაკაცი ამომრჩევლის აქტივობაზეა საუბარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში