ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის არმიამ გაანადგურა ჰამასის „სამხედრო სტრუქტურა“ ღაზის ჩრდილოეთში

ისრაელის არმიის წარმომადგენლის თანახმად, მან დაასრულა აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი ჰამასის „სამხედრო სტრუქტურის“ ლიკვიდაცია ღაზის სექტორის ჩრდილოეთში და ამ არეალში გაანადგურა 8 ათასი შეიარაღებული მებრძოლი.
ამავე წყაროს თანახმად, როგორც Reuters-ი იტყობინება, სამხედროებმა ხელში ჩაიგდეს ასევე ათეულ ათასობით ერთეული იარაღისა და მილიონობით დოკუმენტი, განაცხადა კონტრ-ადმიტრალმა, დანიელ ხაგარიმ ონლაინ ბრიფინგზე 6 იანვარს.
„ახლა ჰამასის განადგურება გვაქვს მიზნად დასახული ღაზის სექტორის სამხრეთსა და ცენტრში“ - თქვა მან.
პალესტინელი ოფიციალური პირების ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში.
შვიდი პალესტინელი, მათ შორის ქალები და ბავშვები, დაიღუპა და ათობით დაიჭრა 6 იანვარს, ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ხან იუნისში მდებარე სახლზე, რომელიც ალ-ნაბრის ოჯახს ეკუთვნის, განაცხადეს პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.