ისრაელელი მძევლების ოჯახებმა ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს და 24 საათიანი შიმშილობა გამოაცხადეს

ისრაელელი მძევლების ოჯახებმა, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს და 24 საათიანი შიმშილობა გამოაცხადეს. აქციის მონაწილეები მათი ოჯახის წევრების ტყვეობიდან გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სწორედ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უნდა უზრუნველყოს მძევლების სწრაფად დაბრუნება.
მომიტინგეები ნეთანიაჰუსთან შეხვედრას და მძევლების საკითხზე კონკრეტული პასუხების მოსმენას ითხოვენ, ისინი პრემიერს სამი დღის ვადას აძლევენ მოლაპარაკებების დასასრულებლად და აცხადებენ, რომ ტყვეების გათავისუფლებას სწორედ ნეთანიაჰუ წყვეტს.
შეგახსენებთ, რომ ჰამასის ტყვეობაში ისრაელის 132 მოქალაქე იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო