ისრაელში, მძევლების გათავისუფლების მიზნით „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გამართა
თელ-ავივში ათასობით დემონსტრანტმა საპროტესტო აქციები გამართა და მთავრობას მოუწოდა, მეტი გააკეთოს ღაზის სექტორში დარჩენილი 130-ზე მეტი მძევლის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.
კერძოდ, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების ოჯახების ფორუმის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეები მოითხოვდნენ ღაზაში ბრძოლების შეწყვეტას და “ჰამასთან” მძევლების დაბრუნების მიზნით, შეთანხმების მიღწევას.
ამასთან, თელ-ავივსა და იერუსალიმში საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნითაც გაიმართა. კესარიაში, ნეთანიაჰუს კერძო რეზიდენციის წინ შეკრებილი მომიტინგეები სკანდირებდნენ :“შეთანხმება, ახლავე!“
ცნობისთვის, მედიის ცნობით, „ჰამასი“ ნებისმიერი შეთანხმების წინაპირობად ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.