„ისინი არიან თაღლითები“ – კალაძე სენატორ რიშზე

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი გამოეხმაურა სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას, რომ ქართველ ხალხს საშუალება აქვს, ამ არჩევნებზე მოიშოროს „არამზადები“.
კალაძემ თქვა, რომ ისინი, ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, არიან „საქართველოს მტრები“. კალაძის თქმითვე, „ისინი არიან თაღლითები“ [ქართული მედიის დიდმა ნაწილმა რიშის განცხადებაში სიტყვა rascals თარგმნა როგორც „თაღლითები“].
„ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს, ისინი არიან თაღლითები. რა მნიშვნელობა აქვს. სენატორი იყოს, ან ვინც არ უნდა იყოს. ვინც შეურაცხყოფს ჩემs ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია“, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება