არქივი22 ოქტომბერი, 2024, 13:53
ისანში მამაკაცი მოკლეს – შსს-ის თქმით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია

თბილისში, ისანში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ნეტგაზეთს” განუცხადა, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.