ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მდინარაძის თქმით, ისანში 30-კაციანი ჯგუფი დადის, რომელიც ხალხს ფიზიკურად უსწორდება

მდინარაძის თქმით, ისანში 30-კაციანი ჯგუფი დადის, რომელიც ხალხს ფიზიკურად უსწორდება

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თბილისში, ისნის რაიონში გადაადგილდება მოძალადეთა ჯგუფი, რომელიც ხალხს ფიზიკურად უსწორდება და აგინებს. ამის შესახებ მან ისაუბრა მართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„ბოლო საათ-ნახევრის განმავლობაში ისანში გადაადგილდება 30-კაციანი ჯგუფი, შეიძლება ცოტა უფრო მეტიც, რომლებიც მიდიან, ფიზიკურად უსწორდებიან იქ მყოფ ადამიანებს, განურჩევლად იმისა, ვინ ხვდება ადგილზე. ფიზიკურად უსწორდებიან, აგინებენ, უწყობენ პროვოკაციებს იმისათვის, რომ შეიქმნას არეულობის კერა. მათ შორის, განსაკუთრებით ეს ხდება იქ, სადაც არის „TV პირველი“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.