ირანული მედია – ისრაელის მიერ დამასკოს დაბომბვის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის უფროსი ოფიცერი დაიღუპა

ისრაელის მიერ დამასკოს დაბომბვის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის უფროსი ოფიცერი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ირანული მედიის ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის უფროსი ოფიცერი, რეზა მუსავი საჰაერო თავდასხმის შედეგად, სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში, სიტ ზეინაბში დაიღუპა.
მუსავი სირიაში ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთი მრჩეველი და გენერალ ყასემ სულეიმანთან დაახლოებული პირი იყო.
ისრაელის მხარე დამასკოს დაბომბვის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“