ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი, მათ შორის, ბრიტანელი ჟურნალისტი დაშავდა

რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი და ერთი ბრიტანელი ჟურნალისტია.
როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთის ჯარებმა ექვსზე მეტი დარტყმა მიაყენეს ხარკოვის ცენტრალურ ნაწილს, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სახლები.
„ოკუპანტებმა დაარტყეს ქალაქ ხარკოვის ცენტრალურ ნაწილს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სამედიცინო დაწესებულება, საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები, ტრანსპორტი“, – განაცხადა ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა.
მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა პოლტავას, ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის შესახებ განაცხადეს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.