ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანმა ფოლადის ფილებისა და ფურცლების ექსპორტი 30 მაისამდე აკრძალა

ირანმა ფოლადის ფილებისა და ფურცლების ექსპორტი 30 მაისამდე აკრძალა - ამის შესახებ სახელმწიფო მედია იუწყება. აშშ-სა და ისრაელთან მიმდინარე კონფლიქტის დროს ირანის ფოლადის ინდუსტრია ავიადარტყმების სამიზნე გახდა ირანი, თურქეთთან ერთად, საქართველოში ნახშირბადიანი ფოლადის წნულების (არმატურის) ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. მიმდინარე წლის პირველ კავრტალში საქართველომ ირანისგან 4.9 მლნ აშშ დოლარის არმატურა იყიდა. ფოლადის TOP 5 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ირანისგან ყიდულობს:• წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან (შემდგომი დამუშავების გარეშე) - 4.05 მლნ აშშ დოლარი, 7 255.8 ტონა;• ნახშირბადიანი ფოლადი სხმულებში ან სხვა პირველად ფორმებში - 3.6 მლნ აშშ დოლარი, 6 188.1 ტონა;• კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 3.2 მლნ აშშ დოლარი, 5 834.7 ტონა;• წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან (ბუხტებად) - 2.9 მლნ აშშ დოლარი, 6 014.2 ტონა;• ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 2.5 მლნ აშშ დოლარი, 4 597.8 ტონა;ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელთა საბჭოს წევრმა განაცხადა, რომ ფოლადის ფურცლების ბაზარი, სავარაუდოდ, ორ თვეში დასტაბილურდება, რადგან დეფიციტს იმპორტი შეავსებს და სპეკულაციურ მოთხოვნას შეაკავებს.ფოლადი ირანის არასანავთობო ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.