ირანმა, რუსული გამანადგურებლების შესყიდვის შესახებ შეთანხმება დაასრულა

ირანმა რუსული წარმოების “სუხოი Su-35”-ის საბრძოლო თვითმფრინავების და ვერტმფრენების მიწოდებასთან დაკავშირებული შეთანხმება დაასრულა. სამხედრო შესყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ირანის საინფორმაციო სააგენტო “ტასნიმს” მიაწოდა.
ირანის საჰაერო ძალებს მხოლოდ რამდენიმე ათეული ავიაგამანგურებელი, მათ შორის რუსული თვითმფრინავები და ასევე 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე შეძენილი ამერიკული მოდელები აქვს.
“გეგმა, სუხოი Su-35 ის ტიპის ავიამორიეშეებსა და მილ Mi-28 შემტევ ვერტმფრენთან, ასევე Yan-130-ის ჩვენ საბრძოლო დანაყოფებში, ირანის ჯარისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, შესრულებულია”,- განაცხადა ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე მეჰდი ფარაჰიმ.
“ტასნიმის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რუსული მხარის კომენტარი არ ყოფილა გამოქვეყნებული.
2018 წელს ირანმა განაცხადა, რომ დაიწყო ადგილობრივი დიზაინის გამანადგურებელი Kowsar-ის წარმოება, რათა ის ირანის საჰაერო ძალებს საომარ პირობებში გამოეყენებინათ. სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ თვითმფრინავი არის F-5-ის ასლი, რომელიც პირველად, შეერთებულ შტატებში, 1960-იან წლებში აწარმოეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ჟურნალისტს – ამერიკული სანქციები არ არსებობს, არსებობს ამერიკული მეგობრობა, ევროპულ გზას გავაგრძელებთ, ღირსეულად ვივლით – ჩემს წასვლა-წამოსვლაზე არ იდარდოთ, ძალიან გთხოვთ