ირანმა შეათანხმა რუსეთისგან ნაყიდი გამანადგურებლებისა და ვერტმფრენების მიღების ვადები

ირანის ხელისუფლებამ შეათანხმა რუსეთში ნაყიდი სამხედრო ტექნიკის ირანში ჩატანის ვადები. ამის შესახებ სააგენტო „Tasnim“-ს უთხრა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალმა მაჰდი ფარაჰიმ. ეს მოსკოვის მიერ თეირანისთვის შეიარაღების ოფიციალურად მიწოდების პირველი შემთხვევაა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
ირანმა მიიღო მრავალმიზნობრივი გამანადგურებლები Su-35, მოიერიშე ვერტმფრენები Mi-28 და სასწავლო-სამხედრო თვითმფრინავები Yak-130. სექტემბრის დასაწყისში იტყობინებოდნენ, რომ ეს უკანასკნელები უკვე ჩაიტანეს ირანში.
ირანმა უცხოური ავიატექნიკა უკანასკნელად ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირისგან შეისყიდა 1990 წელს. 1991 წელს ქვეყანაში ერაყიდან გადაიყვანეს საბჭოთა წარმოების გამანადგურებლები და მოიერიშეები. ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული გამანადგურებლების უდიდესი ნაწილი თეირანს ჯერ კიდევ 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე მიეწოდა.
მოსკოვმა და თეირანმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობა გაააქტიურეს ში ს შეჭრის შემდეგ. რუსეთმა ირანისგან შეისყიდა მოიერიშე და მზვერავი დრონები, ასევე მათი წარმოების ლიცენზია და, როგორც ჩანს, ის ბალისტიკური რაკეტების მიღებას ცდილობს.
2010-იანი წლების ბოლოს იტყობინებოდნენ, რომ რუსული ავიატექნიკის გარდა თეირანი ცდილობდა მიეღო ჩინური გამანადგურებლები J-10 რუსული ძრავებით. სავარაუდოდ, ჩინეთმა ამ გარიგებაზე უარი თქვა შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლის გამო.
ვაშინგტონმა განაცხადა, რომ რუსული ავიატექნიკის მიწოდებამ შესაძლოა რეგიონში ძალთა წონასწორობა შეცვალოს. ზუსტად რამდენ თვითმფრინავს მიიღებენ ირანის სამხედრო-საჰაერო ძალები, უცნობია. ვარაუდობენ, რომ საქმე ეხება 24 გამანადგურებელს, რომლებიც მოსკოვმა ეგვიპტისთვის გამოუშვა. ეგვიპტემ დასავლური ავიატექნიკის სასარგებლოდ თქვა მათზე უარი სანქციებისა და -სთან სამხედრო თანამშრომლობის შემცირების საფრთხის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს